Tuesday, June 12, 2012

კაზინოები


ფლამინგო გაიხსნა 1946 წელს, ამ სატუმრო კაზინოში არის 3642 ოთახი. 


რივიერა 1955 წლის 20 აპრილიდან ემსახურება ლას ვეგასის სტუმრებს.


ტროპიკანა 1957 წლის 4 აპრილიდან ლას–ვეგასის ერთ–ერთი მშვენებაა.     


კაზინო როიალი ერთ–ერთი საოცნებო ადგილია თამაშისა და მდიდრული დასვენების მოყვარულთათვის. ის 1972 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა თავად კაზინო 1992 წელს გაიხსნა. ალბათ ყველას ახსოვს "james bond"-ის ერთ–ერთი ნაწილი კაზინო როიალი.

ლას ვეგასის კაზინოების ჩამოთვლა და მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს ამიტომაც ჯობს უბრალოდ მათი ხედებით დავტკბეთ სურათებიდან მაინც :) 



ცეზარ პალასი

                                                               მონტე კარლო



                                                                    ვენეციანი


                                                                     ბელაჯიო


                                                                ემჯიემ გრანდი


                                                                  ნიუ–იორკი


პარიზი


ფილმები

ყველასათვის ცნობილია რომ ჰოლივუდში უამრავ კინოს იღებენ, მათ შორის ხშირად ფიგურირებს ლას–ვეგასი. ეს გიჟური ქალაქი ყველა სტუმარს აჯადოებს და ბევრი მათგანი პოულობს წამიერ ბედნიერებას სრული თავისუპლებით. მოკლედ, გაჩვენებთ ჩემს ერთ–ერთ საყვარელ კინოს–ერთხელ ვეგასში ( http://allmovies.ge/ge/#movie/AGIEC).

ასევე ძალიან მიყვარს "წვეულება ვეგასში", ანუ "hangover" (http://www.imdb.com/title/tt1119646/). 
ასევე ფილმები:
წვეულება ლას–ვეგასში  http://allmovies.ge/ge/#movie/ACDG
წმინდა ჯონი ლას–ვეგასიდან http://allmovies.ge/ge/#movie/ABAFFD
არდადეგები ვეგასში http://allmovies.ge/ge/#movie/AIEDD
ფლინტსთოუნები ვივა როკ–ვეგასში http://allmovies.ge/ge/#movie/AFICA
ლას–ვეგასის დატოვება http://allmovies.ge/ge/#movie/AJICH
შიში და სიძულვილი ლას–ვეგასში http://allmovies.ge/ge/#movie/AJBA
ახალი კოლონია http://allmovies.ge/ge/#movie/ABDGCC

სასტუმრო ლუქსორი ლას–ვეგასში

ლუქსორი — სასტუმრო და კაზინო აშშ-ში, ნევადის შტატის  ქალაქ ლას ვეგასში მდებარეობს, ლას-ვეგას-სტრიპზე. წარმოადგენს 30 სართულიან შენობას, რომელსაც მართავს კომპანია MGM Resorts International. აქვს 11,000 მ²-ის ფართობის ტერიტორია, რომელიც კაზინოს სახითაა წარმოდგენილი. აქ თავმოყრილია 2000-ზე მეტი სათამაშო ავტომატი და 87 სათამაშო მაგიდა. 2008–2009 წლებში ჩატარდა განახლებითი სამუშაოები და ამჟამად შენობას გააჩნია ახალი, მეტად მოდერნიზებული და თანამედროვე დიზაინი, რომელიც შეიცავს დაახლოებით 4400 ოთახს და 422 ნომერს ლუქსის სახით. შენობის სიმაღლეა 107 მეტრი.


სასტუმროს სახელი ეწოდა ქალაქ  ლუქსორის პატივსაცემად. ლუქსორი არის სიდიდით მეორე სასტუმრო  ლას ვეგასში, ხოლო მესამე მსოფლიოში. გაიხსნა 1993 წლის 13 ოქტომბერს. მთლიანობაში სასტუმროს ფართობია 1,900 მ². მოწყობილია ოთხი საცურაო აუზი და ჯაკუზი, საქორწინოსამლოცველო, სამკურნალო ადგილები და სხვ.




შენობის არქიტექტორია ველდონ სიმპსონი, ხოლო დიზაინერი ჩარლზ სილვერმანი. უნიკალური კონსტრუქციის გამო ლუქსორი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ადვილად ცნობადი სასტუმრო. პირამიდის ფორმისაა, რომელიც შემოსილია ფართობით 11 აკრის შავი ფერის ბრონზის მინებით.ნომრები განლაგებულია „პირამიდის“ გარე კედლებთან.

ლიფტები დიაგონალზე 39-გრადუსიანი დაქანებით გადაადგილდება. სასტუმროში არის აგრეთვე 820,000 მ³ ფართობის ატრიუმი. არსებობს 43 მ სიმაღლის მაღალი ობელისკი და შესასვლელთან არსებული 34 მეტრიანი სფინქსის ქანდაკება. „პირამიდის“ წვერზე მდებარეობს პროჟექტორი, რომლის გაშუქება ზევითკენაა მიმართული და როგორც ამტკიცებენ არის მსოფლიოში ყველაზე კაშკაშა სხივი. 


ფაქტები ლას ვეგასზე



1. ლას ვეგაში 1701 სამორინე და 194.180 სათამაშო აპარატია. 


2. ყოველ წელს, ლას ვეგასს სტუმრობს დაახლოებით 37.500.000 ადამიანი, თითო ადამიანი კი დაახლოებით აგებს 500-600 დოლარს.


3. ლას ვეგასის მოსახლეობის 82 პროცენტს მიაჩნია, რომ რელიგიური ხალხი არიან. (საინტერესოა რისი სწამთ?) 

4 ა.შ.შ-ს ოცი ყველაზე დიდი სასტუმროდან 17 მდებარეობს ლას ვეგასში. 

5. შტატმა ნევადამ, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ლას ვეგასი, პირველად 1931 წელს გასცა სამორინეების აშენების და ფუნქციონირების ნებართვა. თავდაპირველად ეს გაკეთდა, რათა შევსებულიყო ბიუჯეტი, რომლითაც სკოლა უნდა აშენებულიყო. 

6. თაღლითობის ყოველი მესამე შემთხვევა სამორინეს თანამშრომლების მონაწილეობით ხდება, ამიტომაც უსაფრთხოების სამსახური ისეთივე მკაცრად ადევნებს თვალ-ყურს მომუშავე პერსონალს, როგორც სტუმრებს. 

7. სასტუმრო Palms Hardwood Suite -ს ნომერში შეგიძლიათ ითამაშოთ კალათბურთი, რადგან იქ არის კალათბურთის დარბაზი, გასახდელი და ტაბლო ქულების დასათვლელად 

8.იმავე სასტუმროში არის ოთახები ბოულინგის სათამაშოდ. 

9. ლას ვეგასში შეგიძლიათ დაქორწინება მანქანიდან გადმოუსვლელად, როგორც საჭმელს უკვეთავენ მაკდონალდსში. ამას სჭირდება 15 წუთი და დაგიჯდებათ 40 დოლარი.

10.ლას-ვეგასი ყველაზე დასახლებული ქალაქია ამერიკაში